10:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 12:08:24, 768 ნახვა

ვაჟა კაკაბაძე: უნდა შეიქმნას ტყის აღდგენის ფონდი - ბოტანიკურ ბაღებს კი ნერგების გამოყვანა დაევალოს

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი,  ვაჟა კაკაბაძე "ექსპრესნიუსთან" აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას ტყის აღდგენის ფონდი, ამასთან საქართველოში არსებულ ბოტანიკურ ბაღებს დაევალოს ხის ნერგების გამოყვანა.

"საქართველოში სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, რომელშიც ჩაერთვებიან სამხედრო და პოლიციის ყველა დანაყოფი; ყველა მეგობარ ქვეყანას უნდა ეთხოვოს დამხმარე სამაშველო რაზმების გამოგზავნა; უშიშროების საბჭომ დაიწყოს გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზის; გაძლიერდეს მთელ სასაზღვრო პერიმეტრზე კონტროლი; დაევალოს ბათუმის, თბილისის და ქუთაისის ბოტანიკურ ბაღებს ხის ნერგების გამოყვანა; შეიქმნას ტყის აღდგენის ფონდი, რომელშიც ჩაირიცხება ყველა იმ სახელმწიფო მოხელეს ან ბიზნესმენის ხელფასი, რომლის ერთი თვის ხელფასი 4 000 ლარს აღემატება. თუ ამ ღონისძიებას ჩვენი ხელისუფლება არ განახორციელებს, მაშინ კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით და ჩემს თავს უფლებას მივცემ ამ ხელისუფლებას დავარქვა უნიათო ანუ უვარგისი", - აცხადებს ვაჟა კაკაბაძე.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics