19:27 - 16 Mar, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-21 04:18:04, 977 ნახვა

ერდოღანი: გერმანია თურქეთის მიმართ მტრულადაა განწყობილი - თანამემამულეებს მოვუწოდებ, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, გერმანიის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, - ამის შესახებ თურქეული გამოცემა Anadolu იუწყება.

ერდოღანის განმარტებით, ოფიციალური ბერლინი თურქეთის მიმართ მტრულად არის განწყობილი.

"ყველა თანამემამულეს მოვუწოდებ გერმანიაში დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია და მწვანეთა პარტია - ყველა მათგანი ჩვენს მიმართ მტრულად არის განწყობილი. ხმა უნდა მისცეთ იმ პარტიებს, რომლებიც მტრულ დამოკიდბეულებას არ აჟღერებენ. ნაკლებად მნიშვნელოვანია გაიმარჯვებს თუ არა ის პარტია, ეს უბრალოდ პრინციპის და გერმანიაში მცხოვრები ყველა თურქის ღირსების საკითხია", - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ოფიციალური ბერლინი ევროკავშირის პოლიტიკის დარღვევაში დაადანაშაულა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი ტერორიზმთან ბრძოლაში უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, "როგორც ამას თურქეთი აკეთებს".

"ვგმობთ ესპანეთში მომხდარ ტერაქტს. ჩვენი პოზიცია ტერორიზმთან ბრძოლაში არის ძალიან მკაფიო. ჩვენ არა მხოლოდ ვგმობთ მსგავს აქტებს არამედ ვებრძვით მათ. იმედი მაქვს, დასავლეთი მხარს აგვიბავს ამ ბრძოლაში", - აღნიშნა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა.

ცნობისთვის, გერმანიაში არჩევნები 24 სექტემბერს არის დაგეგმილი. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორ აახდინა ტრამპმა ბრეჟნევის ოცნება - წითურმა დონიმ ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება დახურა
21 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთ კვირაში რუსებმა 1 360-მდე რაკეტა გაუშვეს, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ასე არ იქცევა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადაწვა დასჯადია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics