2017-07-27 14:16:04, 2782 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ცინცაძე: პოროშენკო ფეხს არ ჩამოდგამდა, უკვე გადაწყვეტილი რომ არ ჰქონოდა, გათავისუფლებულიყო სააკაშვილისგან
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტამდე გადაწყვეტილი ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილისგან "გათავისუფლებულიყო“. როგორც ცინცაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, სხვა შემთხვევაში ის საქართველოში არ ჩამოვიდოდა, რადგან კარგად იცოდა, რომ პოლიტიკურ შეხვედრებზე არაოფიციალური საუბრის მთავარი თემა სწორედ მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნებოდა: „გადაწყვეტილება პოროშენკოს მიღებული ჰქონდა აქ ჩამოსვლამდე, სხვაგვარად ის თბილისში არ ჩამოვიდოდა. პოროშენკო სულელი არ არის და მან მშვენივრად იცოდა, რომ სასაუბრო, არაოფიციალური მთავარი თემა იქნებოდა, ალბათ, სააკაშვილის პრობლემა. ამიტომ, საუბარი რომ აქ გადაწყდა, ივანიშვილმა დააჯერა, ეს ისეთი დილეტანტიზმია, როგორიც დღეს გაბატონებულია საქართველოს დანარჩენ სფეროებში დაწყებული საგარეო საქმეთა სამინისტროდან, დამთავრებული ეკონომიკით. პოროშენკო არავითარ შემთხვევაში ფეხს არ ჩამოდგამდა საქართველოში, მას რომ უკვე არ ჰქონოდა მიღებული გადაწყვეტილება, გათავისუფლებულიყო სააკაშვილისგან“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ. როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|