14:36 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 18:06:15, 3053 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო.

ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტი აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის.

„პირველი საკითხი ეხება თვითმმართველობის კანონს, რომლითაც შვიდ თვითმმართველს ქალაქს, ესენია - თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე, ჩამოერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.  ეს უაღრესად დასანანია, იმიტომ რომ ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 2014 წელს „ქართული ოცნების“  მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა დასაწყის ეტაპზე ამ შვიდი ქალაქისთვის მინიჭებას ამ სტატუსისა და ეს პროცესი შემდგომ უფრო უნდა გაღრმავებულიყო. ეს პროცესი მაშინ, თავის დროზე, შეფასდა უაღრესად დადებითად როგორც ქართული საზოგადოების მიერ, ისევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამ პროცესის უკან შეტრიალება არის აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელი.  როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და  გაძლიერებას ქვეყანაში. არადა თვითმმართველობა არის ის რეალური და ერთადერთი ეფექტური, დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავარი შემკვეთის - ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო თავის საზოგადოებას, არ არსებობს. ეს პროცესი პირიქით უნდა  გაღრმავებულიყო.

მეორე ცვლილებების ნაწილი ეხება,  საარჩევნო კანონს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს, სადაც ერთის მხრივ ცესკო-ში მეტი შემადგენლობა და შესაძლებლობა ეძლევა მმართველ პარტიას, ხოლო მეორეს მხრივ თვითმართველობის არჩევნების შედეგები აღარ იქნება ასახული ცესკოს შემადგენლობაში. ესეც რეალურად ერთის მხრივ თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს, ხოლო მეორეს მხრივ ასუსტებს ცესკო-ს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ  ნდობის ხარისხს. იმიტომ, რომ პოლიტიკური პლურალიზმი უნდა იქნას კიდევ უფრო გაძლიერებული და გაღრმავებული საარჩევნო სტრუქტურებში, რომ ჩვენი საზოგადოების ნდობა ამ სტრუქტურების ეფექტურობის სამართლიანობის მიმართ კიდევ უფრო ამაღლდეს. ორივე კანონის სულისკვეთება  ჩემი შეხედულებით ასუსტებს დემოკრატიულ პროცესს, ასუსტებს პლურალიზმის და ჩართულობის  ხარისხს ჩვენი სახელმწიფო ფუნქციონირებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics