2017-07-18 14:13:09, 2730 ნახვა
Lifestyle
ბრეგაძე თათია დოლიძის მიმართ მუქარაზე: თუ ვინმემ ვერ აიტანა თავზე ლაფის დასხმა და პროტესტი გამოხატა, მერე რა?!
მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე მონაწილის მიერ, გაერო-ში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ბრეგაძე წერს, თუ ვინმემ ემოციურად ვერ აიტანა თათია დოლიძის მიერ „თავზე ლაფის დასხმა“ და პროტესტი გამოხატა, ამაში უჩვეულო არაფერია. „ისე სინდისი არ გაქვთ??? ბიჭები მთელს მსოფლიოს დაუპირისპირდნენ ქართულის და ეროვნულის გამო. სიცოცხლე სასწორზე დადეს, რადგან უცხოეთის სპეცსამსახურები განადგურებით ემუქრებიან. უფულოდ და ნახევრად მშივრებმა თქვენი შვილების მომავლის გადასარჩენად მარში ჩაატარეს, ჰომოსექსუალებს, ლიბერასტებს, ეკლესიის მტრებს დაანახეს რომ დედას უტირებენ და პასუხად რა მიიღეს???? ბოკერიას ცოლის სააგენტოს გავრცელებული ცილისწამების გამო კინაღამ ჯვარს აცვით. საერთოდ არ ვიცი და არ მაინტერესებს ის ქალბატონი ვინაა(ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს),მაგრამ თურმე 10000 გულანთებულ ქართველს მოღალატე და რუსეთის აგენტები ეძახა და თუ ვინმემ ემოციურად ვერ აიტანა თავზე ლაფის დასხმა და გამოხატა პროტესტი ამ შეურაცხყოფის გამო რააა??? მოღალატის და რუსეთის აგენტის იარლიკის მიწებება ჩემთვის დედის და ცოლ-შვილის გინებაზე უარესია, უბრალოდ მე ემოციებს უკეთ ვიკავებ და ყურადღებას არ ვაქცევ ბოკერიას სექტის ქალბატონების ზღვარგადასულ უზრდელობას. მართლა გულწრფელად ვფიქრობ და ხანდახან მგონია რომ ზოგიერთი თავგანწირვის კი არა, არამედ იმის ღირსია რომ უცხოტომელმა მართლა მონად აქციოს. აი 19 ივლისს მარჯანიშვილის მოედანზე გეი პარადს გიტარებენ და მიდით, გააკეთეთ იმ ბიჭებზე(რომელსაც უსამართლოდ ლანძღავთ)უკეთ თქვენი გასაკეთებელი, დავინახავ ერთი როგორი ვაჟკაცია ზოგიერთი კლავიატურის ლომი, ვითომ პატრიოტი, რომელიც ბოკერიას და მის ცოლს ეკეკლუცება“, - წერს სანდრო ბრეგაძე. შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. პოსტი ამ დროისთვის წაშლილია. ამასთან, კომენტარების ავტორთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათ არ დაუწერიათ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
"ექსპრესნიუსის" რედაქცია მასალაში გაჟღერებულ ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს ემიჯნება. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|