02:08 - 13 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 12:43:46, 2740 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გოცირიძე: რუსული ფაშისტური მარში ქართველი თვითმარქვია პატრიოტების შესრულებით, ხელისუფლების სინდისზეა

„თბილისის ქუჩაში დღეს გასამართი რუსული ფაშისტური მარში, ქართველი თვითმარქვია პატრიოტების შესრულებით, არის ხელისუფლების სინდისზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძე „ქართველთა მარშთან“ დაკავშირებით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც გოცირიძე აცხადებს, დღევანდელი მარშის ორგანიზატორების ნაწილი რუსულ სპეცსამსახურებთან და პოლიტიკურ წრეებთან არის დაკავშირებული.

„ყველაზე გამანადგურებელი სიტყვები ცრუპატრიოტების შესახებ ეკუთვნის სამუელ ჯეკსონს, რომელიც ამბობდა, რომ პატრიოტიზმი არის ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარი.

არც ოლდოს ჰაქსლი აკლებს: ”პატრიოტიზმის განსაკუთრებული მიმზიდველობა არის იმაში, რომ მის საფარქვეშ მოკალათებულმა შეიძლება წამლო, აშინო და ატყუო, თანაც, ღრმა კეთილისმყოფელი გრძნობით”!

თბილისის ქუჩაში დღეს გასამართი რუსული ფაშისტური მარში, ქართველი თვითმარქვია პატრიოტების შესრულებით, არის ხელისუფლების სინდისზე. მათი ორგანიზატორები ხელისუფლების მხარდამჭერი აქტივისტები და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.

ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ნაირსახეობა და მათი ორგანიზატორების ნაწილი პირდაპირ კავშირში არიან რუსულ სპეცსამსახურებთან და პოლიტიკურ წრეებთან.

ინტერესი? როგორც ყოველთვის, ძალიან მარტივი-ფული ან ძალაუფლება.

თუმცა რამ გაყო ეს ორი ერთმანეთისაგან?!“, - წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, დღეს აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში“ გაიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე გრიგოლი - 292ნახვები ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან
გახარია - ხელისუფლებამ ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა
ოპოზიციონერ პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics