„მეჩვენება, რომ  ამ ქმედებების მთავარი ამოცანა ის გახლავთ,   გარკვეულ პროვოკაციას წამოვეგოთ, ან მიზანმიმართული კურსიდან გადავუხვიოთ, რასაც ძალიან მყარი ევროინტეგრაციის კურსი წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

" />
10:25 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 20:19:40, 2393 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: მეჩვენება, რომ მცოცავი ოკუპაციის მთავარი ამოცანაა პროვოკაციას წამოვეგოთ ან მიზანმიმართული კურსიდან გადავუხვიოთ

„მეჩვენება, რომ  ამ ქმედებების მთავარი ამოცანა ის გახლავთ,   გარკვეულ პროვოკაციას წამოვეგოთ, ან მიზანმიმართული კურსიდან გადავუხვიოთ, რასაც ძალიან მყარი ევროინტეგრაციის კურსი წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული პროცესი იმ ოკუპაციის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წლის შემდგომ დაიწყო.

მინისტრის თქმით, მთავარი საფრთხე და გამოწვევა, ბანერების უკან რუსეთის სამხედრო სიმძლავრეები, ბაზები და წვრთნებია, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ატარებენ.

„მავთულხლართები, ბანერები და ბარიკადები არ არის პირდაპირი სამხედრო დანიშნულების კონსტრუქცია, ეს გათვლილია იმაზე, რომ ადამიანებს - საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიური გამოწვევა შეექმნას, ასევე საზოგადოებაზე გარკვეული წნეხი და დაძაბულობა იყოს. ამიტომ, ჩემთვის არა მხოლოდ გასაგებია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არსებობს, არამედ ეს მუხტი თითოეულ ჩვენგანში არსებობს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს გათვლილი იმაზე, რომ პირველ რიგში პროვოკაციას არ წამოვეგოთ. მეჩვენება, რომ ამ ქმედებების მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ გარკვეულ პროვოკაციას წამოვეგოთ, ან მიზანმიმართული კურსიდან გადავუხვიოთ, რასაც საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკა, ძალიან მყარი ევროინტეგრაციის კურსი წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება“,-განაცხადა მინისტრმა.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics