2017-06-28 12:00:34, 843 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი ფართომასშტაბიან წვრთნებს გეგმავს
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა ფართომასშტაბიანი ე.წ. ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ apsny.ru იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სწავლების მიზანი არამხოლოდ ოკუპირებული რეგიონის სამხრეთ-დასავლეთში შესაძლო აგრესიასთან გამკლავება და თავიდან აცილებაა, არამედ ერთობლივი ე.წ. წვრთნების ჩატარება. "შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მოზიდვით, გაერთიანებული დაჯგუფება შეიმუშავებს გეგმას, პოტენციური მოწინააღმდეგის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად - ეს იქნება ზღვიდან თუ სხვა ნებისმიერი შესაძლო მიმართულებებიდან დღის და ღამის რეჟიმში. მიმდინარე წელს სულ 100-ზე მეტი სწავლებაა დაგეგმილი, როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე, ასევე ერთობლივი წვრთნები“, - ნათქვამია რუსული მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურის განცხადებაში. ცნობისთვის, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ოკუპირებულ რეგიონში არაერთი ე.წ. სწავლება ჩატარდა. მათ შორის, დესანტის მონაწილეობით. რუსული სამხედრო მოსამსახურეების წვრთნაში გამოყენებული იყო შეიარაღების ახალი მოდელები, ჩართული იყო 300 სამხედრო მოსამსახურე და 40 ერთეული ტექნიკა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
საგარეო აშშ-ის ელჩს - დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|