2017-05-23 19:23:11, 2699 ნახვა
მსოფლიო
არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას, ფულადი სახსრების მითვისებისთვის, დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ Gulfbusiness იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრს, დეპუტატ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლო 17,2 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც მედია წერს, სასამართლომ გელა მიქაძეს 12.8 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო გიორგი ჯანაშიას 4.4 მილიონის. სასამართლოში აცხადებენ, რომ ეს ის თანხაა, რომლის მთვისებაშიც მათ ბრალი ედებოდათ. Gulfbusiness -ის ცნობით, საქმე ფოთის საზღვაო პორტისა და ახლადშექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებასა და შემდეგ მის გაუქმებას ეხება. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურონ
ვაშაძე - ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის დაკავება ევროინტეგრაციის აქციაზე განაცხადია, რომ „ოცნება“ EU-ში გაწევრიანებას უარს ეუბნება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 30 აპრილს და 1-2 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
|
ომი უკრაინაშიუკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|