2017-05-01 17:22:31, 1738 ნახვა
საზოგადოება
პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქციით 28 906 ადამიანმა ისარგებლა
საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დასრულდა. პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქციით 28 906 ადამიანმა ისარგებლა. აქცია 10 აპრილს დაიწყო და 29 აპრილამდე გაგრძელდა. ახალი პირადობის მოწმობის მიღება 18 წლის ასაკიდან პირებს შეეძლოთ, რომლებიც არ ფლობდნენ ახალ პირადობის მოწმობებს. აქციის მიზანი ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირება იყო. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ დოკუმენტს, მით უფრო დაცულია პრინციპი − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა!“ სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2,5 მილიონამდე მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 400 000-მდე მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 3 მილიონამდე ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.
(NS) ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|