00:12 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 18:05:50, 2689 ნახვა

მსოფლიო
ქაბულში ორმაგი აფეთქების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, 45 კი, მძიმედ დაშავდა

ავღანეთის ქალაქ ქაბულში  ორმაგი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, 45 კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება ავღანეთის პარლამენტთან მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან, მათ შორის პარლამენტის მუშაკები.

როგორც მედია წერს, ტერაქტი პიკი საათის დროს მოხდა, როდესაც პარლამენტის მუშაკები შენობიდან გამოდიოდნენ.

არსებული ინფორმაციით, ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რის შემდეგაც პარლამენტის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
საგარეო აშშ-ის ელჩს - დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics