2016-12-06 22:26:39, 2377 ნახვა
სამართალი
გოგლა ჟვანია სასამართლოს მიერ ლევან ჩაჩუას გამართლებაზე: ეს არის სიყალბე და აშკარა ტყუილია სახეზე
ეს არის აშკარა სიყალბე და აშკარა ტყუილია სახეზე, - ასე ეხმაურება ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია სასამართლოს მიერ ლევან ჩაჩუას გამართლების გადაწყვეტილებას. გადაცემა "არჩევანში" გარდაცვლილი პრემიერის ძმა ექსპერტ ლევან ჩაჩუას სამსახურეობრივ გულგრილობაზე საუბრობს და კონკრეტულ არგუმენტებზე ამახვილებს ყურადღებას. ჟვანია ამბობს, რომ ლევან ჩაჩუა ასრულებდა დავალებას და მის დასკვნასა და სასამართლოს გადაწყვეტილებას შორის აშკარა შეუსაბამობაა. „ჩემთვის გაუგებარია და გასაოცარია, რატომ ვერ დადასტურდა მისი ბრალეულობა, რადგან აშკარა შეუსაბამობა იყო ვიდეოკადრებსა და ჩაჩუას დასკვნას შორის. მე პროკურატურაშიც მოვიკითხავ ამ საქმეს და სასამართლოშიც მოვიკითხავ, რატომ მოხდა ასე. ეს არის აშკარა სიყალბე და აშკარა ტყუილია სახეზე“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|