09:07 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 14:51:10, 872 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: პრეზიდენტის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არ იყო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის განცხადება.

როგორც „ექსპრერნიუსს“ კობახიძემ განუცხადა, მისთვის გაუგებარია თუ რა ზეწოლაზე და ფაქტებზე საუბროს პრეზიდენტი.

„პრეზიდენტის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე არ მგონია, რომ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, არათუ პრეზიდენტი, ასეთ განცხადებებს უნდა აკეთებდეს. ეს არ იყო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის განცხადება. ძალიან არასერიოზული იყო მისი განცხადებები და საკითხებისადმი მიდგომა მისი გაუგებარი ღიმილით. ნამდვილად არ ვიცი პრეზიდენტის მხრიდან რას ემსახურება აი ეს ქარიშხლის ატეხვა. მარგველაშვილი ცდილობს რაღაცა როლი მოირგოს. ხელისუფლების მიმართულებით გამუდმებით ბრალდებებს ისვრის და ამის უკან ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ვხედავთ. რ ზეწოლაზე საუბრობს, რა ფაქტებზე საუბრობს, - ეს სრულიად გაუგებარია“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუცციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართა.

როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, პაპუაშვილის მიერ მიწოდებულ ფაქტებს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, ის არ გაუოცებია. მისი თქმით, ზეწოლის მცდელობა პრეზიდენტის ოჯახის წევრზეც იყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
საგარეო აშშ-ის ელჩს - დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics