2024-05-09 15:15:19, 344 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მჯერა, რომ საქართველო ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს მალე შეუერთდება
მჯერა, რომ საქართველო ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს მალე შეუერთდება, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც პაპუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო ევროპის მშვიდობისა და წინსვლის უზრუნველყოფაში სხვა ქვეყნებთან ერთად წვლილს შეიტანს. „მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველმა ანტიჰუმანურმა შედეგებმა ევროპას გაერთიანების იდეა შთააგონა, ისტორიის მკაცრმა გაკვეთილმა ევროპის წამყვან ქვეყნებს მშვიდობისა და ახალი ომების პრევენციის მიზნით ერთობის აუცილებლობა უკარნახა. დღეისათვის ევროკავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს, რომელთა მიზანს მშვიდობის უზრუნველყოფა და ევროპელი ხალხის კეთილდღეობა წარმოადგენს. ევროპის ერთობა ემყარება სუვერენულ ქვეყანათა კავშირს, რადგან სწორედ თავისუფალ სახელმწიფოთა გაერთიანებას შესწევს ძალა ბოროტების დამარცხების. გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს, სადაც თითოეული ქვეყანა თავისი თვითმყოფადობითა და ისტორიული გამოცდილებით შეიტანს წვლილს ევროპის მშვიდობის და წინსვლის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნულია პაპუაშვილის განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, დაბა ქედის ვახტანგ პაპუნიძის საჯარო სკოლაში, ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დაესწრო
ზურაბიშვილი - ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა
დავითაშვილი - პანიკის დათესვის მცდელობა და განცხადებები, რომ ჩვენი ეკონომიკა შევიდოდა კრიზისში, მიზანმიმართული პროცესია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად
დავით ქაცარავამ სამედიცინო კლინიკა დატოვა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|