2024-05-09 11:59:56, 232 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მე არ ვიცი, კახა ალადაშვილი ფეხბურთს სად თამაშობდა, ალბათ, „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა
წარმოუდგენელია ის განცხადებები, რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ კეთდება. ასეთ დამოკიდებულებას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ასევე, მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრისა და „სკა ენერგია-ხაბაროვსკის“ ყოფილი ფეხბურთელის, კახა ალადაშვილის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე. „მე არ ვიცი კახა ალადაშვილი სად თამაშობდა. მე რუსეთში არ მითამაშია. ის ალბათ, „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა. ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში, არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ წარმატებული ადამიანების მიმართ მიზანმიმართული ბულინგი, ძალადობა და შეურაცხყოფა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია და კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი ქმედებები. ვნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ხვიჩა ჩვენი საამაყო ადამიანია, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ამომავალი ვარსკვლავია. ზოგადად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ეს დამოკიდებულება და განცხადებები, რაც კეთდება, წარმოუდგენელია. მათ აქვთ ასეთი მიდგომა - თუ მათ მოსაზრებას არ იზიარებ, ქვეყნის მოღალატე და მტერი ხარ. მსგავს დამოკიდებულებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და როგორც 9 მაისს მოხდა ფაშიზმზე გამარჯვება, ისე იქნება ყოველთვის გამარჯვება რადიკალიზმზე, სიბინძურეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|