2024-05-09 09:49:31, 343 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ონიანი - სახლში 14 წლის შვილი იმყოფებოდა, ე.წ. კრიმინალები მოიყვანეს, აგინებინეს ბავშვს, შეურაცხყოფა მიაყენებინეს, შეაშინეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ონიანი აცხადებს, რომ გუშინ გვიან ღამით, სახლში მიუვარდნენ. როგორც ონიანმა "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, ამ დროს სახლში მისი არასრულწლოვანი, 14 წლის შვილი იმყოფებოდა, რომელზეც "აგინებინეს, შეურაცხყოფა მიაყენებინეს, შეაშინეს". ონიანი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მას და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დაეკისრებათ. "გავიგე, რომ დიმა ჩიქოვანი სცემეს, წავედი საავადმყოფოში. ეს, რა თქმა უნდა, იცოდა ერთადერთი სუს-მა იმიტომ, რომ ტელეფონზე ვისაუბრე. ანუ იცოდა, რომ არც მე და არც ჩემი მეუღლე სახლში არ ვიყავით და იყო 14 წლის შვილი. დააორგანიზეს, ასე ვთქვათ, თავიანთი ე.წ. კრიმინალები, გამობმულები რომ ჰყავთ კუდზე, მოიყვანეს, აგინებინეს ბავშვს, შეურაცხყოფა მიაყენებინეს, შეაშინეს. რაც დაინახა ბავშვმა და რასაც აღწერს, იყო 40-50 წლის შავგვრემანი, თმაგადაპარსული ადამიანი. მე მინდა, ბიძინა ივანიშვილს მივმართო, ეს ტიპი ვიღაც, საცოდავი, აქ რომ მოაგზავნეთ, ეს შეიძლება გადარჩეს, ეს უბრალოდ ჩვენებას მისცემს და აუცილებლად ილაპარაკებს იმაზე, როგორ იყო საერთო დავალება გაცემული, რომ ასე მივარდნილიყავით ადამიანებთან და რაც მთავარია, პატარა ბავშვები შეგეშინებინათ, მაგრამ თქვენ ნამდვილად ვერ გადარჩებით, პასუხისმგებლობა ნამდვილად დაგეკისრებათ თქვენც და თქვენს შს მინისტრსაც", - განაცხადა ონიანმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
BBC - ირანის დროებით პრეზიდენტად მოჰამად მოჰბერია დაინიშნება
CNN - ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|