03:51 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-08 15:18:59, 415 ნახვა

სპეციალური ანონსი
11 მაისს, თბილისში „მშობლების მარში“ გაიმართება

11 მაისს, თბილისში "მშობლების მარში" გაიმართება. 

როგორც მარშის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში უთითებენ, 16:00 სთ-ზე მშობლები "ექსპო ჯორჯიასთან" შეიკრიბებიან, საიდანაც 19:00 სთ-ზე, ევროპის მოედანზე დაანონსებულ აქციას მარშით შეუერთდებიან.

"ექსპო ჯორჯიასთან" ვიკრიბებით (წერეთლის გამზირი, დიდუბის გამოფენა), საიდანაც ჩვენი ხმა მთელ ქალაქში გაისმება.

შემოუერთდი მსვლელობას! ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ ევროკავშირის ელჩებს! ვივლით ბევრს, ვივლით ერთად და ხმამაღლა ვიტყვით იმას, რაც შვილებს უნდათ! არა რუსულ კანონს!  კი ევროპას!

19:00 სთ-ზე, მარშით შევუერთდებით უკვე დაანონსებულ საერთო აქციას ევროპის მოედანზე.
შინ ევროპისკენ",- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

შეგახსენებთ, 11 მაისს, თბილისში "ევროპის მარშია" დაგეგმილი. ლოზუნგით - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას", მარში 19:00 საათზე, დედაქალაქის სამ ლოკაციაზე ერთდროულად დაიწყება და ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რაისის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დადგენილია
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics