2024-05-07 14:22:30, 301 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ჩინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში დანით თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაიჭრა
ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, ერთ-ერთ საავადმყოფოში დანით თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი ადგილობრივი, ამავე პროვინციის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები მამაკაცია.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,