07:59 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 15:23:02, 351 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - საქართველოს „დაჩმორებას“ ვერავინ გაბედავს, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში

შემიძლია, დღეს დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, როდესაც ამისი დრო მოვა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, სანამ „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, საქართველოს „დაჩმორებას“ ვერავინ გაბედავს.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ოღონდ ისეთი კი არა, „გაფარჩაკებული“ და „დაჩმორებული“, არამედ ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე და ეს მინდა იცოდეს ყველამ. საქართველოს „დაჩმორებას“ ვერავინ გაბედავს, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ასევე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, საქართველო არასოდეს გახდება ვინმეს ვასალი“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე,  არიან  თუ არა აქციის მონაწილე ახალგაზრდები გარედან მართული, კახა კალაძემ უპასუხა, რომ საპროტესტო აქციას მართავენ „რადიკალური დაჯგუფებები და კონკრეტული პირები".  

„არის რადიკალების  დაჯგუფება, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც კეზერაშვილის სიძე, ვინმე ჩიქოვანი, ასევე, „ფრანკლინის კლუბი“ და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს, რომელიც უცხო ძალებისგან ფინანსდება და ზუსტად ყველაფერი კეთდება იმისთვის, უკვე მეორე მოსმენით არის კანონი მიღებული, რომ გამოაშკარავდეს, ვინ საიდან ფინანსდება, რა მიზნით, ეს ყველაფერი უნდა  იყოს დეკლარირებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics