18:00 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 13:15:10, 333 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მადლობა თითოეულ პოლიციელს ძალადობის აღმოფხრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის

წუხელ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, „არაერთი მოწოდებისა და განცხადების მიუხედავად, აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - დაზიანდა მუნიციპალური ქონება, ადგილი ჰქონდა პოლიციაზე თავდასხმის ფაქტებს და ა.შ". 

„გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც განსხვავებული აზრის მიმართ არსებობდა, მაგრამ გადაცდენების შემთხვევაში, ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს. წუხელ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებას, აგრესიულ თავდასხმებს პოლიციაზე, ფიზიკურ და სიტყვიერი შეურაცხყოფას, დაზიანებულია მუნიციპალური ქონება.  არაერთი მოწოდებისა და განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც აქცია გასცდა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, არც ერთ ჯგუფს არ მიეცემა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის შესაძლებლობა.

„არავის მივცემთ უფლებას, მოახდინოს ქვეყანის დესტაბილიზაცია. ამ ქვეყნის მტრებს გააჩნიათ სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა იყოს. პატრიოტი ხელისუფლება არ სჭირდებათ - სჭირდებათ აგენტები, ვინც მათ ყველა დავალებას შეასრულებს, იქნება ეს მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის ომში ჩათრევა და ა.შ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. საზოგადოება განვითარებულია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს და არა რევოლუციითა და გადატრიალებით. ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არსებულ რადიკალურ ძალებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ“,- აღნიშნა კახა კალაძემ. 

მანვე შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამართალდამცველებს წესრიგის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

„თითოეულ პოლიციელს, სამართალდამცველს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მადლობას ვუხდი წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც ღირსეულად არიან ქალაქის სამსახურში“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერი რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს გამართულ სახალხო შეკრებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღონისძიების მონაწილეებს ევროინტეგრაცია სურთ მხოლოდ ღირსებითა და სუვერენიტეტის დაცვით.

„სახალხო შეკრებაზე მთელი საქართველო იდგა. ისინი იყვნენ გულანთებული ადამიანები, ვისაც თავიანთი სამშობლო უყვართ. ამ ქვეყნის ბატონები და პატრონები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა და არა რომელიმე კონკრეტული ძალა. როცა ვსაუბრობთ უცხოური გავლენების შემცირებაზე, ამაში იგულისხმება ყველა უცხოური გავლენა. უნდა შემცირედეს უცხოური გავლენა და უნდა გაიზარდოს ჩვენი ხალხის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენი მიზანია ევროინტეგრაცია, მაგრამ ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვითა და უცხოური გავლენის შემცირებით“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 30 აპრილსა და 1-ელი მაისის ღამეს, პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაარბიეს. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენეს. დაკავებულია აქციის 63 მონაწილე.

თავის მხრივ შსს აცხადებს, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - "აქციის მონაწილეები უპირისპირდებოდნენ პოლიციელებს - ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კარპენტერი - კანონის მიღების შემთხვევაში, სათანადო შედეგები აუცილებლად დადგება
ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა
კალაძე - თუკი, დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, „გამჭვირვალობის კანონის“ აუცილებლობაც აღარ იქნება
როსვალი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული ვითარებით, დემონსტრაციებით და კანონით, რომელსაც იღებენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics