04:54 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 13:27:26, 227 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანი - თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიუძღვის

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით მიმართვისას, ყურადღება ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე გაამახვილა და მათ ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადებით, მომავალში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება.

„მსურს, მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელსა და საზოგადოებას თავდაცვის ძალების დაარსების დღე ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე მიულოცა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics