07:15 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 13:15:01, 319 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - მზად ვართ, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებით, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა

მზად ვართ, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებით, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გუშინდელმა „სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, რადგან რუსთაველზე ზღვა ხალხი მოვიდა".

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ", საზოგადოების მხარდაჭერით, შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაზრდა და ევროინტეგრაციის გზაზე რეალური წარმატების მიღწევა - მზად ვართ, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებით, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა. დესტრუქციის ადგილი აღარ არის ამ ქვეყანაში! ისე, როგორც არასდროს ახლა ერთიანობის, ერთად დგომის დროა! უნდა დავიცვათ მამული, ენა და სარწმუნოება! ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.

გუშინ აქ, რუსთაველზე 200 000 ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბა და ამით თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა მშვიდობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული ღირებულებების და სუვერენიტეტის დაცვის, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად! კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია! მადლობა ჩვენს საზოგადოებას, მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს  - თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ რთულ პერიოდში ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა!" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics