2024-04-29 19:13:24, 270 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - აქ გამოჩნდება, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო
აქ გამოჩნდება და დაინახავთ, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ რუსთაველის გამზირიდან, საყოველთაო სახალხო შეკრებიდან ჩართვისას. ნინო წილოსანის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში მიმდიანრეობდა ამ შეკრების დისკრედიტაციის მცდელობა. „მთელი ერთი კვირის მანძილზე რა არ გააკეთეს, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ ამ შეკრების, ამ ადამიანების შეურაცხყოფით და ზეწოლით გარკვეულწილად დაეთრგუნათ ხალხის მაგრამ რეალურად აქ გამოჩნდება და დაინახავთ, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა შეკრების მთავარ გზავნილსა და მოტივზე. „ჩვენი მთავარი გზავნილი არის საქართველოს გზა ღირსებით ევროპისკენ, ჩვენი მთავარი მოტივი არის ქვეყნის სიყვარული, ჩვენი მთავარი მიზანი არის, დავიცვათ მამული, ენა, სარწმუნოება. რუსთაველის გამზირზე ნამდვილი ზეიმია. მთელი აქართველოს მასშტაბით - თბილისიდან, რეგიონებიდან გულმხურვალე ადამიანები მოდიან, რომ გამოხატონ სიყვარული და ერთგულება თავისი ქვეყნის მიმართ და დააფიქსირონ თავისი მხარდაჭერა იმ სწორი პოლიტიკის მიმართ, რომელსაც მათ მიერ არჩეული ხელისუფლება ატარებს ამ 12 წლის მანძილზე. ჩვენ, როგორც ხელისუფლება პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე, რა თქმა უნდა, სწორ ნაბიჯებს და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა მან. ავტორი: ექსპრესნიუსი, საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
კობახიძე - აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ფორმატი არის მაგალითი, როგორ შეიძლება წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა
ერდოღანი - თურქეთში მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|