01:49 - 14 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 03:18:17, 511 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, 80 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა

"არა რუსულ კანონს" საპროტესტო აქციაზე, Mapchecking.com-ის მიხედვით, 80 ათასიდან 100 ათასამდე დემონსტრანტი იმყოფებოდა. 

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტების ცნობით ასევე სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებით, დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – რესპუბლიკის მოედნამდე ტერიტორიას.

აღნიშნული ტერიტორია, მიახლოებით 20042 კვადრატულ მეტრს შეადგენს. დღევანდელ აქციაზე 80 ათასი ადამიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კვადრატულ მეტრზე 4 დემონსტრანტი იდგებოდა.
ქართული მედიასაშუალებების ცნობით, ოპერის და ბალეტის თეატრიდან ვიდრე სასტუმრო "ბილთმორამდე" აქციის მონაწილეთა მჭიდრო სვეტი მიდიოდა. აქციის შუა ნაწილში კვადრატულ მეტრზე 5 ადამიანიც იქნებოდა განთავსებული. ამ გათვლებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა 100 ათას ადამიანს შეადგენდა.
Mapchecking მეთოდს მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებები იყენებენ. მეთოდი გულისხმობს აკურატულად გამოთვლას იმ ტერიტორიის ფართობისა, რომელზეც კონკრეტული აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი. მიღებული ფართობი შეიძლება გამრავლდეს სამზე, ღონისძიების განსაკუთრებული სიმჭიდროვის შემთხვევაში კი — ოთხზე ან 5 - ზე. ტერიტორიის ფართობი მრავლდება 3-ზე, 3.5-სა და 4 ან 5 ზე.

აქციის ცენტრში ყოველთვის ბევრად დიდია სიმჭიდროვე, ვიდრე პერიფერიებში.  გაანგარიშებაში არ შედის რუსთაველის მიმდებარე შიდა ქუჩები, სადაც რეპორტიორების დაკვირვებით ასევე იმყოფებოდნენ და მოძრაობდნენ მომიტინგეები.

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის პროფესორ, ჰერბერტ ჯეიკობს გამოთვლის მეთოდით დაბალი სიმჭიდროვის პირობებში 1 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრს იკავებს. საშუალო სიმჭიდროვისას, 1 კვადრატულ მეტრზე 2.5 ადამიანია, ანუ 5 ადამიანს 2 კვადრატული მეტრი სჭირდება.
მჭიდრო აქციის პირობებში კვადრატულ მეტრზე 4.5 ადამიანი ეტევა, ანუ 9 ადამიანი ორ კვადრატულზე.
აქციის სიმჭიდროვედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ კვადრატულ მეტრზე 4,.5 ადამიანი ანუ 9 ადამიანი ორ კვადრატულზე. 20 ათასი კვადრატული მეტრი გავყავით ორზე, მიღებული ციფრია 10 ათასი , შემდეგ კი 9 გავამრავლეთ 10 ათასზე. და მივიღეთ 90 ათასი აქციის მონაწილე.

საერთაშორისო მედიაში ჯეიკობსის ფორმულის გამოყენება მიღებული პრაქტიკაა. 

ქუჩაში, მრავალათასიან აქციებზე დამსწრეთა ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია, მიახლოებითი რაოდენობა გამოვთვალოთ.


 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრემიერი - იმედი მაქვს, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან გათავისუფლდება
კობახიძე ივანიშვილზე - სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერავინ გადაადგმევინებს
კობახიძე - მადლობა სამართალდამცველებს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის
კობახიძე - არცერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და აუცილებელია სათანადო სამართლებრივი რეაგირება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics