02:03 - 14 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-28 21:48:09, 331 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - თბილისში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ.

როგორც მსვლელობის დაწყებამდე აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა, მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაინაცვლებენ, პარლამენტის სასახლეს წრეს შემოარტყამენ და ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ. 

"მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნიდან დავიძვრებით მარშით პარლამენტის მიმართლებით და შევკრავთ ჯაჭვს. შევკრავთ ჯაჭვს, როგორც მოქალაქეების ერთობის სიმბოლოს... ეს იქნება მოქალაქეობრივი ხორუმი,- თქვა რატი ამაღლობელმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებდნენ, სიტყვით გამოსვლები გაიმართა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრემიერი - იმედი მაქვს, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან გათავისუფლდება
კობახიძე ივანიშვილზე - სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერავინ გადაადგმევინებს
კობახიძე - მადლობა სამართალდამცველებს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის
კობახიძე - არცერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და აუცილებელია სათანადო სამართლებრივი რეაგირება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics