2024-04-28 18:20:35, 240 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ხვალ, რუსთაველზე ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი ადამიანი გამოვა
წარმოუდგენელია, რომ ევროპასთან ევროპულობის, გამჭვირვალობის, ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო შეგვექმნას პრობლემა და ამას საბოლოო ჯამში არც ევროპა დაუშვებს და მითუმეტეს არც ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „იქნება [გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ] პროტესტი, მაგრამ საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს. ხვალ, რუსთაველზე ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი ადამიანი გამოვა. ერი და ბერი დღეს დგას სიმართლის, გამჭვირვალობის, ქართული იდენტობის, ტრადიციული ღირებულებების, ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, დეოკუპაციის და რეალურ ევროპულ გზაზე და არა იმ მუქარის, რომ თურმე გამჭვირვალობის და ოჯახის ღირებულებების კანონი თუ მივიღეთ, მერე რაღაცები უნდა შეგვიჩერონ და აგვიკრძალონ, რაც არ და ვერ მოხდება. წარმოუდგენელია, რომ ევროპასთან ევროპულობის, გამჭვირვალობის, ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო შეგვექმნას პრობლემა და ამას საბოლოო ჯამში არც ევროპა დაუშვებს და მითუმეტეს, არც ქართველი ხალხი. რომ გვეკითხებიან - ვინ გიჭერს მხარს - საქართველო, ქართველი ხალხი გვიჭერს მხარს და როდესაც ამას ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას კარგად დავანახებთ, მერე ისევ ისე გაგრძელდება ქვეყნის ევროინტეგრაცია, როგორც აქამდე, აქამდე კი ჩვენს ანგარიშზე იყო ყველა შედეგი“, - განაცხადა მდინარაძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა
ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო
კონსერვატორიის სტუდენტები - ვეთიშებით სასწავლო პროცესს და გაფიცვას ვუერთდებით
სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა უმოკლეს ვადებში მოახდინოს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|