00:13 - 10 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-27 21:04:25, 427 ნახვა

სხვადასხვა
ვაკის მღვდელი კეკელია - პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა

ადამიანები მოგვიწოდებენ ცოდვის დაკანონებისკენ. მე წამაკითხეს გუშინდელი ევროკავშირის განცხადება პირდაპირ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვერ მიიღებთ  - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას ისაუბრა.

"ადამიანები მოგვიწოდებენ ცოდვის დაკანონებისკენ. მე წამაკითხეს გუშინდელი ევროკავშირის განცხადება, რომ პირდაპირ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვერ მიიღებთ - წარმოიდგინეთ, ამას გვეუბნებიან და ქრისტიანი ადამიანი ამ მხარეს შეიძლება დადგეს. ბევრჯერ მითქვამს და დღესაც უნდა გავიმეორო: ჩემთვის, თავისუფლებაზე დიდი უპირატესობა არ არის, იმიტომ რომ ღმერთმა მომცა მე ეს თავისუფლება, მე არ მინდა არავის მონა ვიყო, მე მინდა ერთადერთი, ქრისტეს მეგობარი ვიყო. მონობა და ადამიანი როდესაც თავისუფლებაზე ლაპარაკობს და პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა, გათავდა, მე არ განვიხილავ ამას, თუ ევროპამ თქვა, ჩემთვის მიუღებელია. ევროპის ყველაზე მაგარმა ქვეყანამ, ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის - საბერძნეთმა, მიიღო რამდენიმე თვის წინ კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ათონის მთა აქვთ, წარმოიდგინეთ, ყველა ნაბიჯზე ეკლესია დგას, მაგრამ ამ ქვეყანამაც ვერ გაუწია წინააღმდეგობა." -აღნიშნა შალვა კეკელიამ.

ვაკის სამების მღვდელი კეკელია, ლაზარე გრიგორიადისის განთავისუფლების თემასაც შეეხო და ყოფილი პატიმარი გააკრიტიკა.

"წარმოიდგინეთ, ადამიანები გვიქციეს გმირებად, რომლებსაც საკუთარი დედა და მამა არ უყვარს. პატარა ბიჭი, რომელიც ციხიდან გამოვიდა, ახალი გამოსული ხარ ციხიდან, საკუთარ დედას და მამას ხელი კრა, გააგდო, თავი დამანებეო. ეს ახალგაზრდა ბიჭი სულ ტელევიზორშია და გმირია, წარმოიდგინეთ“, - განაცხადა შალვა კეკელიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჭავჭავაძის გამზირზე პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს
ტიტუშკები თავს დაესხნენ ჩელე ყურიას და ნოდარ ჩაჩანიძეს
მილერი - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებზე
საია: ადვოკატისთვის ბინაში შესვლის საშუალების აკრძალვა სისხლის სამართლის დანაშაულია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics