10:54 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 12:03:09, 232 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე ლატვიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ირაკლი ჩიქოვანმა ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუციისა და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის.

ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელებაში ლატვიის მიერ შეტანილ წვლილზე. საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებებში ლატვიელი სამხედროების აქტიური მონაწილეობისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ოპოზიციამ ანტისამთავრობო აქცია გამართა ორბანის პარტიის საყრდენ რეგიონში
შვეიცარიამ რომის პაპი უკრაინაში მშვიდობის კონფერენციაზე მიიწვია
ისრაელში ალ ჯაზირას ოფისები დაიხურა, ადგილობრივ რედაქციაში ჩხრეკა მიმდინარეობს
აშშ-ს საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტროლირებადი გამანადგურებელი გამოსცადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics