02:12 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 10:48:44, 264 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან ერთად ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, წელს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრისა და მაგისტრატურის 11 სტუდენტი, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტი გახდა.

„სტიპენდიატებს ვახტანგ მაისურაძემ დამსახურებული და ღირსეული ადამიანის სახელობითი სტიპენდიის მინიჭება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სტიპენდიანტები გახდნენ: ქეთევან გიგაური, ტატო ბეჟიტაშვილი, მარიამ პატაშური, ლედი ონეზაშვილი, ნინო ბიძინაშვილი, გიგა გიგილაშვილი, თინათინ ნავროზაშვილი, ანი ოთარაშვილი, შორენა მალაციძე, ელისო წერეთელი და სალომე მიდელაშვილი.

როგორც შეხვედრაზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია მათთვის არ ამხოლოდ ფინანსური და მორალური მხარდაჭერაა, არამედ თითოეული მათგანისთვის დიდი მოტივაციაა.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აკრედიტებული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან (99 – 100 ქულა), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია ენიშნებათ”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯილი და მე მართლმადიდებელ ქრისტიანებს გულმხურვალე სურვილებს გიგზავნით
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics