2024-04-23 13:51:13, 356 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ვისაც არ უნდა, მხარი დაუჭიროს ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე
ვისაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პარტიული დავალებაა, რომ სურვილის შემთხვევაში, ადამიანების დედაქალაქში ტრანსპორტირება და შეკრებაში მონაწილეობა უზრუნველყონ. "29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდოლიბერალებში, "ნაციონალურ მოძრაობაში", რადიკალურ ოპოზიციაში და ხდება მათი პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება. დასდევენ, საჯარო მოხელე იქნება თუ არა... მე გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ და იქნებინ სხვა მოქალაქეებიც ორჯერ და სამჯერ მეტი. ამით არიან ისტერიაში... დიახ, პარტიული დავალებაა, პარტიის წარმომადგენლები - საჯარო მოხელეები იქნებიან თუ არა, ორგანიზება მოხდეს, პირდად ჩემი პარტიული დავალებაა მათ შორის, რომ ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, რომ თუკი, ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში და შეკრებაში მონაწილეობის მიღება... საჯარო მოხელეს რას უკრძალავენ, ან მასწავლებელს რას უკრძალავენ? თუკი ვინმეს უნდა იმ დღეს წამოსვლა რაიონიდან, დაწერს შევებულებას და წამოვა. თუ არ უნდა, აქედან მივმართავ - ერთი ადამიანის დარწმუნებაც არ სცადოს ჩვენმა პარტიულმ აქტივმა, რომ წამოიყვანონ, ვისაც ამის სურვილი არ აქვს... ამიტომ, თავი დაანებეთ ამ ადამიანების გაშავებას და პატივი ეცით საჯარო მოხელეებს",- თქვა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 22 აპრილს "ქართულმა ოცნება" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება. ავტორი: ექსპრესნიუსი, სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]
ბაჩიაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე და თავისუფალ ხალხზე ძალადობა არ გამოუვა - არა რუსულ კანონს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|