12:30 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 15:00:51, 260 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა - შეირჩა გამარჯვებული  კომპანია  Green Studio, რომელმაც 18 პრეტენდენტს შორის  მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის ყველაზე საუკეთესო პროექტი წარმოადგინა. 

"მესტია და, ზოგადად, სვანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონია - მესტიის აეროპორტის არსებული  ტერმინალი ვეღარ უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გაზრდილი ნაკადების  გამტარუნარიანობას, იზრდება  ფრენების რაოდენობაც და,  შესაბამისად,  მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მესტიაში აშენდეს აეროპორტის ახალი ტერმინალი.

მესტიის აეროპორტის გაფართოება და  ინფრასტრუქტურული განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია მთავრობის იმ პრიორიტეტებში, რომლებიც, უპირველესად, გულისხმობს  საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის დაბალი ფასებით  გადაადგილებას, ასევე სვანეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან  ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ხდება შიდა ფრენების სუბსიდირებაც.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება  თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან. ტერმინალი მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობის გამტარუნარიანობაზეა გათვლილი. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები.

ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გოცირიძე - ე.წ. რეესტრის შექმნა ემსახურება ერთ მიზანს - დაიწყოს რეპრესიები და ამის შედეგად „ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნოს
საფერავი - კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზის ჯიში - პრესტიჟული ამერიკული ღვინის ჟურნალი „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას აგრძელებს
ლიტერატურული გამოცემა „არილი“ - საიუბილეო, 30-ე წელს თეა წულუკიანმა დაფინანსება შეგვიწყვიტა
პაპუაშვილი - ევროპის სახელით, ქართველი და ზოგიერთი უცხოელი აქტორი ფიქრს, აზროვნებას, განსჯას გვიკრძალავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics