19:08 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-21 11:43:10, 368 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - მოვუწოდებ სენატს, სწრაფად იმოქმედოს, რათა უკრაინის დახმარების კანონპროექტი ბაიდენს გადაეგზავნოს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტს მიესალმება.

სტოლტენბერგი სენატს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნოს.

"ნატო-უკრაინის საბჭოზე მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის მომავალ სამხედრო მხარდაჭერაზე, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის კუთხით. მოვუწოდებ სენატს, სწრაფად იმოქმედოს, რათა ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნოს",- აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ერთობლივი განცხადება - ევროპის დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ტერორი მოუწყო
ალიკა კუპრავა - გიორგი მუმლაძეს თავს დაესხნენ
საჰაერო განგაშის გამო, კიევში რობერტა მეცოლასა და ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია შეწყდა
გურამ გურამიშვილმა ბულგარულ ავიაკომპანიებთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics