2024-04-18 15:02:16, 307 ნახვა
საზოგადოება
Amnesty International - პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო პასუხი უნდა აგოს
პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, - ასე ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ 16 აპრილს გამართულ აქციას. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ პოლიციამ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, "ჩაატარა ის, რაც როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაციაა". „რისი მოწმენიც გავხდით გუშინ თბილისში, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა, გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი და როდის გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიონ და თვითნებურად დააკავონ მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და ურტყამდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, ბოჭავდა და უმოწყალოდ სცემდა მათ. პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, ჩაატარა ის, რაც, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაციაა", - ნათქვამია განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს და სანთლები დაანთეს
კობახიძე - მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელია
შსს - აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა
შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|