2024-04-17 23:09:03, 303 ნახვა
პოლიტიკა
აშშ- მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი შეშფოთებას გამოთქვამს რუსული კანონის შემობრუნების გამო და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, რიგ შემთხვევაში, კანონი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესზე. "ჩვენ კვლავ ვართ ღრმად შეშფოთებულები, რომ ეს კანონპროექტი მოახდეს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ის ასევე მოახდეს საქართველოში მოქმედი მედია ორგანიზაციებს სტიგმატიზებას, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოუსმინოს გაფრთხილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და ეს აუცილებლად იმოქმედებს უარყოფითად საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი მძიმე შეშფოთების გაზიარებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|