2024-04-17 22:59:37, 333 ნახვა
პოლიტიკა
„გამოვიდეს პრემიერი და დაგველაპარაკოს“ - აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან
პარლამენტთან მიმდინარე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან ცუცქირიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც "ქართული ოცნებისთვის" მიცემული ერთსაათიანი ვადა ამოიწურა. "ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. ამიტომ, ჩვენ გვინდა გთხოვოთ, რომ ხელის აწევით მოგვცეთ უფლება და მანდატი, რომ წავუძღვეთ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას... ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები, მშვიდობიანი დემონსტრანტები, არ აყვეს არავინ პროვოკაციას, წავიდეთ, მივიდეთ და მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება",- განაცხადა ცუცქირიძემ. აღსანიშნავია, რომ მანამდე აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გასაწვევად ერთსაათიანი ვადა მისცეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, როთი - სანამ ასეთი მამაცი, დიდებული ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება
ბოკუჩავა ხელისუფლებაზე - მათ უტიფარ განცხადებებში იმალება შიში, რაც კიდევ უფრო გააღვივებს პროტესტის მუხტს
ბრიტანეთის საელჩო - მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს
აპარატი - პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|