12:44 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 17:03:20, 281 ნახვა

პოლიტიკა
სტანო - ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება

ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას X-ზე ეხმაურება.

როგორც სტანო აღნიშნავს, „შემაშფოთებელია“ კანონის პირველი მოსმენით მიღება.

„უცხოური გავლენის შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება, ევროკავშრის არაერთგზის მოწოდებისა და მასობრივი პროტესტის მიუხედავად, ძალიან შემაშფოთებელია“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, „საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე  ევროკავშირის გზაზე. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს“.

შეგახსენებთ, დღეს, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ არჩევნების გაყალბებაზე უარს ათქმევინებს
სოლომონ პავლიაშვილმა, კანადაში, მთავრობათაშორისი მოლაპარაკების კომიტეტის სესიაში მიიღო მონაწილეობა
„პროფესიები მომავალში“ - „თიბისის“ შეხვედრების ახალი სერია
კობახიძე პრეზიდენტზე - ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე - ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics