08:37 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 15:08:45, 239 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - დღეს რომ დამოუკიდებლები ვართ, ეს ხომ ჩვენი წინაპრების დამსახურებაა და ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება

ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რა თქმა უნდა, მინდა ევროპა, ევროპული მომავალი და პირველ რიგში, ეს მინდა ამ ქვეყანაში - საქართველოში,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი, რომელშიც ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ევროპული საბჭოს სხდომაზე განხილვას ითხოვს. 

კალაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ „ფეხქვეშ თელავდა იმ ევროპულ ღირებულებებს", რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ „უფრთხილდება", წინა ხელისუფლებას „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ, რაც მისივე თქმით, „ორმაგი სტანდარტია". 

„ევროპა რატომ გვინდა? - ეს არის ის ღირებულებები, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაზე დგას ეს ყველაფერი? - სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლება. ეს ყველაფერი ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ ხნის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ყველა ეს მიმართულება დგას უმაღლეს საფეხურზე. ჩვენ გვახსოვს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ის რადიკალური დაჯგუფებები იყვნენ ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ფეხქვეშ იყო გათელილი. მაშინ გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის „დემოკრატიის შუქურა“. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიუღებელია ქართველისთვის. 

მე ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რა თქმა უნდა, მინდა ევროპა, ევროპული მომავალი და პირველ რიგში, ეს მინდა ამ ქვეყანაში - საქართველოში. ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ეს ხომ ჩვენი წინაპრების დამსახურებაა და ამ ყველაფერს ჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამ ყველაფრით მინდა მე ევროპა და ამ ყველაფრით ვუყურებ მე ევროპულ მომავალს და ხვალინდელ საქართველოს“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ განაპირობებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. 

„აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ კავშირში არაა იმასთან,  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდება თუ არ გაწევრიანდება. ჩვენ ვისმენთ ამ განცხადებებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვისმინეთ ერთი არგუმენტიც კი, რატომ არის ცუდი და რატომ წარმოადგენს პრობლემას კანონი, რომელიც დაკავშირებულია იმ ევროპულ ღირებულებასთან, რასაც გამჭირვალობა ქვია. რატომ არის ცუდი გამჭირვალობა?! პირიქით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დღეს ყველაზე მეტს ყვირიან, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ ეს ყველაფერი, დეკლარირება გააკეთონ, საიდან და ვისგან ფინანსდებიან, მაგრამ აქ არის მეორე თემა, რომელიც მათ აწუხებთ - იმ დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსები მოდის ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა რევოლუციური გადატრიალება, ექსტრემიზმი, პოლარიზება და სიძულვილის წახალისება. ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობებისთვის“,- აღნიშნა კახა კალაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics