2024-04-17 12:02:59, 306 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის პარტიის მითითებებით, უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს
12-წლიანი მმართველობის ბოლოს, ივანიშვილი ახალგაზრდებს უპირისპირდება ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისთვის. ივანიშვილის პარტიის უკანონო მითითებებით, უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ჩიხებში და ქუჩებში სათითაოდ დასდევდნენ ახალგაზრდებს, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს - ეს არის მისი რეალური სახე,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავა მოუწოდებს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, რომ შესაბამისი განცხადება გააკეთოს. "მამუკა მდინარაძისგან გუშინ მოვისმინეთ კიდევ ერთი ტყუილი განხილვის დასრულების შემდეგ, რომ არ იქნებოდა დარბევა და არცერთ ახალგაზრდას არაფერი არ დაუშავდებოდა იმისთვის, რომ ისინი გაეპარებინა პოლიციის კორდონს პარლამენტის შენობიდან. ეს იყო მორიგი სამარცხვინო ტყუილი მდინარაძის და ივანიშვილის პარტიის წევრებისგან, რადგან თავად აქ ვიდექი ჩიტაძის ქუჩაზე, როდესაც დაიწყო პირველი დარბევა, როდესაც მოგვწამლეს წიწაკის სპრეით, შემდეგ გაგრძელდა დარბევა და უამრავი ახალგაზრდა იყო ნაცემი, მათ შორის ძალიან ბევრი მათგანი, რომელიც იყო დაკავებული, იყვნენ სასტიკად ნაცემი და მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით ამ ადამიანებს, რადგან არ ვიცოდით მათი ადგილსამყოფელი... საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა ნახოს ივანიშვილის რეალური სახე, რომელიც 12-წლიანი მმართველობის ბოლოს ახალგაზრდებს უპირისპირდება იმისთვის, რომ ისინი საკუთარ დებთან და ძმებთან, თანაკურსელებთან, თანატოლებთან, მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად იცავენ ჩვენი ქვეყნის და საკუთარ ევროპულ მომავალს. ივანიშვილის პარტიის უკანონო მითითებებით, უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ჩიხებში და ქუჩებში სათითაოდ დასდევდნენ ახალგაზრდებს, დასდევდნენ იარაღით, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს, ეს არის ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის ბოლო და ეს არის მისი რეალური სახე. ჩვენ მოვუწოდებთ სახალხო დამცველს გააკეთოს განცხადება და აღწეროს ის არაპროპორციული ძალის გამოყენება, რაც ყველამ გუშინ საკუთარი თვალით ვიხილეთ",- აცხადებს ბოკუჩავა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|