2024-04-17 11:54:33, 225 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული კიდევ 72 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 72 ოჯახი არჩილ მეფის ქუჩის N17-ში საცხოვრებელ ფართს მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ესენი ის ოჯახები არიან, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ელოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა დაპირება დაპირებად რჩებოდა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გვერდით დავუდექით მათ“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, მერიამ შპს „დეკა დეველოპმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დაზარალებულებისთვის 5700 კვ. მეტრ საცხოვრებელ ფართს გამოყოფს. გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, მშენებლობა დასრულებულია ხუთ პროექტზე და ფართები ფაქტობრივი მდგომარეობით 226 ოჯახს გადაეცემა. „მშენებლობის ეტაპზეა 22 პროექტი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო ნებართვა და რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 1 100-მდე ოჯახი. ასევე, სანებართვო ეტაპზეა რვა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 680-მდე ოჯახი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფართებით, დაახლოებით, 80 ოჯახის დაკმაყოფილებაა გათვალისწინებული. „ეს იყო ჩვენი დაპირება, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს არ დავტოვებდით ყურადღების გარეშე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არ დაგვრჩება არც ერთი ოჯახი ფართებით დაკმაყოფილების გარეშე - ყველას დავეხმარებით და ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა სახელმწიფოს ათეულობით წლის წინ, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|