2024-04-16 18:26:19, 238 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით
საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, წახალისება, რომ - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს სიტყვით გამოსვლისას მიმართა. როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. „პატივცემულო ოპოზიციონერო დეპუტატებო თქვენთვის ცნობილია, რომ არსებობს ასეთი მოძრაობა „სირცხვილია“, არსებობს მოძრაობა „დროა“ და „სირცხვილიას“ ეკუთვნის ფრაზა: „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“. თქვენს რიგებში არის ხალხი, რომლებიც წარმოადგენდნენ კონკრეტულ ძალოვან უწყებებს და საინტერესოა, ეს რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, წახალისება, რომ - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით და მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს ვებგვერდზე განთავსებული აქვთ, რომ მათი დონორები არიან “NED“, “EED”, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „ჰელსინკის ფონდი“, და აი ამ ფინანსების შესახებ, რაც არ უდევს არაფერი ამ ორგანიზაციებს, უნდა იცოდეს თუ არა ჩვენმა საზოგადოებამ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|