17:19 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 13:46:29, 339 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ელისაშვილზე - ჭკუას ვერ დავარიგებ, მაგრამ ვურჩევ - ბოდიშის მოხდაა საჭირო

მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ - ბოდიშის მოხდაა საჭირო,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ "მოქალაქეების" ლიდერთან, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ელისაშვილის თავდასხმას ღირსეულად უპასუხა.

"ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა და ამ ძალადობის ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს. ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ალეკო ელისაშვილმა ბავშვებს, როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში, რა მაგალითი მისცა მან ჩვენს მტრებსაც, ვისაც რა თქმა უნდა, პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდება. მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო. არა  პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ, ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი. მამუკა მდინარაძემ ამას უკვე გასცა პასუხი",- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ სააკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დანიგანი - მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე - აშშ-სა და EU-ზე თავდასხმა არჩია
ნინო თანდილაშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ხელმძღვანელს სიინ ძოუს შეხვდა
როთი - სანამ ასეთი მამაცი, დიდებული ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება, თბილისი დღეს ევროპის ნამდვილი დედაქალაქია
ბოკუჩავა ხელისუფლებაზე - მათ უტიფარ განცხადებებში იმალება შიში, რაც კიდევ უფრო გააღვივებს პროტესტის მუხტს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics