21:25 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 00:19:15, 255 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, ვინც კი მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს

მთელ ქვეყანას მოვუწოდებ, იმ ასეულობით ადამიანს, რომელმაც მომწერა „რა ვუყოთ?“ - რა უნდა უყოთ, დაანებეთ თავი. მაგათ უნდათ ახლა, რომ მაგაზე იყოს თავდასხმა, მაგათ უნდათ, რომ რაღაცა მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი. ყველას ვთხოვ, ვინც კი მომისმენს და მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებაში არ გამოიყენოს. ის რომ ტუტუცია და არაკაცია, ამის გარდა ტვინი არ აქვს თავში და მაგდენსაც ვერ ხვდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ალეკო ელისაშვილის თაობაზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ახლა არის საფრთხე, რომ ალეკო ელისაშვილი ვიღაცამ ამოირჩიოს სამიზნედ და მოუწოდებს მას თავს გაუფრთხილდეს, რათა მსხვერპლად არ გამოიყენოს ვინმემ.

„იმ სიბინძურეს, იმ არაკაცობას რაც დღეს აქ ვნახეთ, ჩვენ კაცები ვართ და ქართველები ვართ და შინაგან კულტურასთან ერთად სხვანაირად გვიჩქეფს სისხლი, ამასაც პასუხი გაეცემა, ოღონდ თავს გაუფრთხილდეს ყველა, მუქარად არ ჩათვალოს ვიღაცამ, მართლა მინდა ეს განცხადება გავაკეთო, იმდენი ცუდი რაღაც ხდება, რომ თავს გაუფრთხილდეს ყველა მსხვერპლად არ გამოიყენოს ვიღაცამ. ახლა არის საფრთხე, არაერთმა მომწერა და მითხრა ეს ამბავი. ახლა არის საფრთხე, რომ ვიღაცამ ობიექტად ამოარჩიოს, თავს გაუფრთხილდეს, რომ ვიღაცამ არ ამოირჩიოს სამიზნედ, თორემ მე წავცხებ ერთს, როცა იქნება კისერში და დამთავრდება მაგით შეიძლება ყველაფერი და გულში ჩადება შეიძლება არ ვიცოდე რაღაცების, იმ არაკაცობისთვის, მაგრამ სამიზნედ არ ამოირჩიოს ვიღაცამ ვიღაცა და მერე ამ სიბინძურეშიც არ გაეხვიოთ ენჯეო სექტორი დამიჯერეთ წინასწარ გეუბნებით. მე პრევენციისთვის ვაკეთებ გულწრფელად ამ განცხადებას“, - განაცხადა მდინარაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე - არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, თითქოს, მას საკუთარი აზრი და ღირებულებები არ გააჩნია
პაპუაშვილი - საქართველოს მხოლოდ მაშინ გვცემენ პატივს, როგორც თანასწორ სახელმწიფოსა და ერს, როდესაც ჩვენ მტკიცედ დავდგებით ღირებულებების სადარაჯოზე
სარჯველაძე - „მამული, ენა, სარწმუნოება“ არის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა
კალაძე - ჩვენი ბრძოლა, არ არის ბრძოლა, უბრალოდ, ორი კანონის მისაღებად, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და იდენტობის დასაცავად

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics