14:58 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 16:27:10, 253 ნახვა

სამართალი
მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის რეინჯერებმა ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის  რეინჯერებმა, პაატა ქიქავამ, გურამ ბასილაიამ და გოჩა ბართიამ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ ტერიტორიაზე პატრულირებისას, რეინჯერებმა გამოავლინეს მოქალაქე, რომელიც გადაადგილდებოდა სანადირო თოფით და ზურგზე გადაკიდებული ტომრით.

„მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე შეეცადა გაქცეულიყო, რეინჯერებმა შეძლეს მისი შეჩერება და არარეგისტრირებული სანადირო თოფის და ტომრის ჩამორთმევა, რომელშიც აღმოჩნდა შვლის დანაწევრებული ხორცი. ჩამორთმეული ტვირთი შემდგომში ოფიციალურად გადაეცა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მადლობას უხდის რეინჯერებს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რაც შეაქვთ დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში”, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება
კალაძე - შეურაცხყოფა მომაყენონ და თავი დაგიხაროთ?! - თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივეს დაგიბრუნებთ
კალაძე - გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს
RSF - პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 103-ე ადგილზეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics