11:13 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 14:36:31, 243 ნახვა

სამართალი
შემოსავლების სამსახური - სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - "სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 28 079.01 ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩო - პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს
DRI - პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე, ძალადობრივი ჯგუფების ინსტრუმენტალიზაციაზე მიანიშნებს
მილერი - ბლინკენი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics