2024-04-06 13:25:36, 375 ნახვა
სხვადასხვა
მოლდოვამ რუსეთის იმპერიის დროშა ექსტრემისტულ სიმბოლოდ აღიარა
კიშინიოვის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის იმპერიის შავ-ყვითელ-თეთრი სამფერი დროშა ექსტრემისტულ სიმბოლოდ აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლოების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაცი რუსეთის იმპერიის დროშა ექსტრემისტულად გამოაცხადა. შავ-ყვითელ-თეთრი დროშა იყო რუსეთის იმპერიის ოფიციალური დროშა 1858 წლის ივნისიდან 1896 წლის 29 აპრილამდე (11 მაისი). ამ დროშას ასევე უწოდეს "რომანოვის ფერების დროშა" და "რუსეთის იმპერიის გერბი დროშა". შავი, ყვითელი და თეთრი ფერების კომბინაცია პირველად აღინიშნა მე -18 საუკუნის დასაწყისში პეტრე I-ის დროს მისი გემის სტანდარტზე. შემდეგ ეს დროშა მიუთითებდა მონარქის პირად ყოფნაზე სამხედრო ხომალდზე. ამ დროშის გამოყენების მომხრეთა უმეტესობა თანამედროვე მონარქისტები არიან, ასევე რუსი ნაციონალისტები (ზომიერიდან რადიკალამდე). უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, მოლდოვამ აკრძალა წმინდა გიორგის ლენტი, ასევე ასოები Z და V, როგორც ომის ხელშემწყობი სიმბოლოები. ამ კანონის დარღვევა რესპუბლიკაში ითვალისწინებს ჯარიმას ან იძულებით შრომას 60 საათამდე ვადით. ავტორი: ექსპრესნიუსი, პრეზიდენტი - ოპონენტების ცემას, დაშინებას და რეპრესიებს, ევროპასთან საერთო არაფერი აქვს
ზელენსკი - აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ბელარუსისთვის
ევროკავშირის პრესსპიკერი - სამოქალაქო საზოგადოების მუქარა, დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია
ჰერჩინსკი - იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და არ იქცეს კანონად
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|