06:16 - 04 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-05 16:43:44, 315 ნახვა

ეკონომიკა
„გაყიდვები პრაქტიკაში“ — „საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

"საქართველოს ბანკი" ბიზნესის ხელშეწყობას, მათთვის საჭირო რესურსების შექმნასა და მიწოდებას აგრძელებს. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად ავითარებს და მხარს უჭერს ბიზნეს საგანმანათლებლო პროექტებს, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმა ბიზნესკურსია. 

ბიზნეს კურსი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საინტერესო თემებზეა ხელმისაწვდომია კურსები. პლატფორმაზე რეგისტრაცია სრულიად უფასოა და აქ 44 კურსია თავმოყრილი. მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. 

ახლახან ბიზნესკურსს ახალი კურსი - გაყიდვები პრაქტიკაში დაემატა. მას ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელი უძღვება და დაინტერესებულ პირებს  მოლაპარაკების უნარების გასაუმჯობესებლად და პრაქტიკაში დასანერგად სასარგებლო რჩევებს  უზიარებს.  

კურსი საინტერესოა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ან უბრალოდ გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. 

ბიზნესკურსი 7 ვიდეოგაკვეთილს მოიცავს, სადაც განხილულია გაყიდვებთან დაკავშირებული სტერეოტიპები და უნარები, კრიზისებთან გამკლავების ხერხები, ურთიერთობების შენება-მართვა და სხვა საკითხები.

„საქართველოს ბანკი" ორიენტირებულია ბიზნესების მხარდაჭერაზე, განათლების ხელშეწყობაზე და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვიკვლევთ, რა სჭირდებათ მცირე და საშუალო ბიზნესებს იმისათვის, რომ გაძლიერდნენ და პროცესების ოპტიმიზაცია შეძლონ. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე ვქმნით საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის ვამატებთ ახალ კურსებს ბიზნესკურსის პლატფორმაზე. მოხარული ვართ, რომ, დარგის ექსპერტებთან ერთად, კურსებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საუკეთესო პრაქტიკებისა და თეორიული ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს“, - აცხადებს "საქართველოს ბანკის" დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.

კურსზე „გაყიდვები პრაქტიკაში“  რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს, სხვა კურსების სანახავად კი გადადით ბიზნესკურსის ვებგვერდზე.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს და სანთლები დაანთეს
კობახიძე - მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელია
შსს - აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა
შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics