2024-04-04 17:20:07, 285 ნახვა
ეკონომიკა
AWS User Group-ის ტექ კომუნის შეხვედრა „თიბისის“ და Space International-ის მხარდაჭერით ჩატარდა
3 აპრილს, თბილისში, AWS User Group-ის ორგანიზებით და „თიბისის“ და Space International-ის მხარდაჭერით ტექ ღონისძიება გაიმართა, რომელიც ფოკუსირებული იყო მოწინავე ტექნოლოგიებზე, კერძოდ, ისეთ თემებზე, როგორიცაა პლატფორმის ინჟინერია, Gen AI და AWS Direct Connect. შეხვედრა მიზნად ისახავდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოყენებას შორის კავშირის დამყარებას. „თიბისი“უკვე მეორედ მართავს ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას. ღონისძიების მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ უახლეს ტექნოლოგიებს და მათი გამოყენების მეთოდებს წამყვან კომპანიებში. ასევე, სხვადასხვა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა რა სარგებელი მოუტანა კომპანიებს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გასაუბრებოდნენ ამ ტექნოლოგიების მომხმარებელ ტექ პროფესიონალებს და ვორქშოპისას დაესვათ კითხვები. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი კავშირები დაემყარებინათ წამყვან კომპანიებში მომუშავე პროფესიონალებთან. ასევე, მიეღოთ ინფორმაცია ღრუბლოვანი ტექნოლოგიის უახლესი ტენდენციების, ინფრასტრუქტურის, როგორც კოდის და კონტეინერების ორკესტრირების შესახებ. შეხვედრა ეთმობოდა ასევე ტექ კომუნის წევრების უნარების განვითარებასაც, მათ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სემინარებში, რომელიც დაეთმო AWS სერვისების უკეთ გაცნობას. ღონისძიების 3 თემატურ ჯგუფად იყო დაყოფილი:
AWS User Group-ის „თიბისის“ და Space International-ის პარტნიორობა განპირობებულია ღირებულებებით, რომელსაც სამივე კომპანია იზიარებს. ეს არის ტექნოლოგიური წინსვლისკენ სწრაფვა და ინოვაციების მხარდაჭერა. სამივე კომპანია აქტიურად უჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანების სწავლასა და განვითარებას ტექნოლოგიურ სფეროში. ავტორი: R (რეკლამა), აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს და სანთლები დაანთეს
კობახიძე - მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელია
შსს - აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა
შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|