02:01 - 04 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 15:37:25, 323 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი აქტივების მართვის“ და საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე

დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი, როგორც "თიბისი აქტივების მართვის", ასევე საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდია, რომლის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე.

ფონდის შესახებ, კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციაზე,  საქართველოში აქტივების მართვის პერსპექტივებთან დაკავშირებული პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს.

ფონდმა 2022 წელს დაიწყო საქმიანობა, საქართველოს საინვესტიციო ფონდების შესახებ 2020 წელს ამოქმედებული კანონის შესაბამისად. "თიბისი აქტივების მართვისა" და დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება.

ფონდის სტრატეგია მსხვილი კორპორატიული კლიენტების უზრუნველყოფილ, სხვადასხვა სექტორსა და დივერსიფიცირებულ სასესხო პორტფელში ინვესტირებაა. ფონდი მოგებას წელიწადში 2-ჯერ ანაწილებს ინვესტორებზე. 2023 წლის ბოლოს, ინვესტორების მომგებიანობამ, წლიური 10.41% შეადგინა დოლარში.

მსოფლიოში მზარდი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, საკრედიტო ფონდში ინვესტირება განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისთვის. შესაბამისად, ფონდის შეთავაზება დროული ნაბიჯი იყო "თიბისი აქტივების მართვის" მხრიდან, მასში ინვესტირება კი - ინოვაციური და ახალი შესაძლებლობა ქართულ ბაზარზე ინვესტორებისთვის. 2023 წელს ფონდისგან მიღებულმა მომგებიანობამ, "თიბისი აქტივების მართვის" სწორმა კორპორატიულმა მმართველობამ და დროულმა და გამჭვირვალე ანგარიშგებამ,  ფონდის მიმართ, ინვესტორების ნდობა და მზარდი ინტერესი განაპირობა.

"თიბისი აქტივების მართვა" მომავალში, დამატებით, სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდების შექმნასაც გეგმავს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ინვესტორების საჭიროებაზე იქნება მორგებული და რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს და სანთლები დაანთეს
კობახიძე - მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელია
შსს - აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა
შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics