2024-03-29 11:12:37, 295 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სმინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ესტონეთის წვლილზე გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებით აღინიშნა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით სხვადასხვა ფორმატში წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიუკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|