03:00 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-29 09:51:05, 400 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ აფრიკაში ავტობუსი 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა, რასაც 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც BBC წერს, ერთადერთი გადარჩენილი 8 წლის გოგონაა, რომელიც მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მგზავრები იყვნენ მომლოცველები, რომლებიც ბოტსვანის დედაქალაქ გაბორონედან სააღდგომო წირვაზე ქალაქ მორიაში მიემგზავრებოდნენ.

სამხრეთ აფრიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ავტოავარია, ლიმპოპოს პროვინციაში, იოჰანესბურგიდან, დაახლოებით, 300 კილომეტრში, მოკოპანსა და მარკენს შორის მდებარე უღელტეხილზე მოხდა. 

შემთხვევის ადგილზე მისულმა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, სინდისივე ჩიკუნგამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და თქვა, რომ ავტოკატრასტროფის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველი - არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
პოლიციამ რამდენიმე დემონსტრატი დააკავა, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილია
თბილისის მერია -აქცია, არის არასანქცირებული
პარლამენტთან კვლავ დაპირისპირებაა, პოლიციამ წიწაკის სპრეი ისევ გამოიყენა - ვიდეო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics